შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კრასნოკუტსკი, ხარკოვის ოლქი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინდუსტრიული ფაკულტეტი მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1929 წელს. 1926-1953წწ. მუშაობდა ჩუსოვსკის (პერმის რკინიგზა) ხიდმშენებელ ქარხანაში, "თურქესტან-ციმბირის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე საძიებო პარტიის უფროსად, "ერევან-ახტის" რკინიგზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, ტრესტ "თბილწყალკანალის" საპროექტო განყოფილების უფროს ინჟინრად, სევანის რკინიგზის უბნის მშენებლობის უფროსად, საპროექტო ინსტიტუტ "კავტრანსპროექტის" სამხედრო-აღმდგენი სამუშაოების სამმართველოს განყოფილების უფროსად, აღმდგენი სამუშაოების მთავარ ინჟინრად და სალიანდაგო სამსახურის უფროსის მოადგილედ ბელორუსიაში, "გუდერმეს-მახაჩკალისა" და "ადლერ-გაგრის" ტიტულების უფროსად, ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სამშენებლო კანტორის უფროსად; იყო დირექტორ-პოდპოლკოვნიკი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; შრომითი საქმიანობის ბოლო პერიოდში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილმეტროპროექტში", სადაც წლების მანძილზე პროექტირების ბიუროს ხელმძღვანელობდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |