The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კახნიაშვილი

ზურაბ კახნიაშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 

1963-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინერ-კონსტრუქტორად, საპროექტო განყოფილების უფროსად; 1972-1973წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენში" მთავარი მექანიკოსის განყოფილების ინჟინრად; ამავე ორგანიზაციაში N213 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის პარტბიუროს მდივნად; 1973-1977წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1977-1982წწ. საართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1982-1985წწ. თბილისის კალინინის (ამჟამად მთაწმინდის) რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1985-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1995წწ. იყო თბილისის პრეფექტურის საქმეთა მმართველი, თბილისის მერის მოადგილე, საბინაო საკითხთა გაერთიანების უფროსი; 1995-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის თანაშემწე; 1997-2004წწ. საწესდებო ორგანოებთან თანამშრომლობის განყოფილების გამგე; 2005 წლიდან იყო თბილისის "წყალკანალის" სამეურნეო და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი; მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი; არის არაერთი საწარმოო და სამოქალაქო ობიექტის პროექტის ავტორი; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის გაზეთ "აღმშენებლობის მემატიანეს" პასუხისმგებელი მდივანი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.285-286

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: