შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი კიღურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვანისქედი, ოზურგეთის მაზრა. სწავლობდა იურიევის (ქ. ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა სწავლა და დაბრუნდა სამშობლოში. 1905 წლის დასაწყისიდან ცხოვრობდა ბათუმში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. აქტიურად ჩაება 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ქალაქ სოხუმში. რევოლუციის დამარცხებისა და მეფის რეჟიმის მიერ საპასუხო რეპრესიების დაწყების შემდეგ 1906 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. ერთი თვის განმავლობაში იჯდა სოხუმის ციხეში. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ტუბერკულიოზით დაავადებული დაბრუნდა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო ქალაქ ფოთის საბჭოს ხმოსნად და საბჭოს თავმჯდომარედ. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |