The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ რუსთველი (მიტროპოლიტი)

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. რუსთავის მიტროპოლიტი (დაახლოებით 1700-1720), გვარად ჩერქეზიშვილი (ზოგი მკვლევრის აზრით - ორბელიანი, რაც მცდარი ჩანს).

1724 წელს რუსეთს მიმავალ ვახტანგ VI-თან ერთად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც დარჩა და მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც ჰიმნოგრაფი, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი. შემორჩენილია მის მიერ შეთხუზული რამდენიმე საგალობელი, იამბიკო-აკროსტიქები და ა. შ. დახელოვნებული ყოფილა სიგელ-გუჯრების შედგენაშიც. ცნობილია მისი შედგენილი კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის დის ხვარაშნის "მზითვის წიგნი" (1717), მასვე შეუდგენია ალავერდის ტაძრის სიგელი (1721) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.434


გააზიარე: