შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯღალი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1969წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო "ენგურჰესის" მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა სამშენებლო სამმართველო "ენგურკაშხალმშენის" ენერგეტიკოსად, "ენგურჰესის" სამმართველოში განყოფილების უფროსად; 1969-1972წწ. მივლინებული იყო სირიაში, ევფრატის ჰიდროენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაზე; 1972-1980წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს სამოქალაქო ბინათმშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოში განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1980 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" სარემონტო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; სააქციო საზოგადოება "ენერგოკომპლექტის" გენერალურ დირექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.291-292 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |