The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ ჯინჭარაძე

აპოლონ ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1961
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1989  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და შემდეგ გადადის ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა "გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი" (ე.წ. "დნმ-ის ტესტი") ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით 1996 წელს მიენიჭა რუსეთის სახლმწიფო პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ). ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია მიენიჭა. მისი მეთოდი ვრცელდება მთელს ცოცხალ სამყაროზე. 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით. ა. ჯინჭარაძე შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება ჩვენს ქვეყანაში (ავტ.: პროფ. თ. ლეჟავა, პროფ. დ. ჯოხაძე, პროფ.ა.შათირიშვილი და სხვა). 2009 წელს იგი შეიტანეს მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში (ავტ.: ლ. ბურდილაძე, მ. ბაგალიშვილი, ქ. მაღრაძე). 2022 წლის 15 თებერვალს თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონის უსახელო ქუჩას მიანიჭა აპოლონ ჯინჭარაძის სახელი. ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დნმ -ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში", დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
    გენომური დაქტილოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), პირველი ადგილი და მედალი

გააზიარე: