შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარცხმა, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი, საბუღალტრო კურსები. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1910 წელს იყო ბაქოში "ქართული სალიტერატურო-სამხატვრო წრის" დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე - გამოსცემდნენ ჟურნალ "წყაროს". 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი. 1921 წლამდე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, დანიშნული იყო სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარედ; 1921 წლის მარტში დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.338 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |