The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მეჰმეთ საით ფაშა

მეჰმეთ საით ფაშა
დაბადების თარიღი:1701
გარდაცვ. თარიღი:1761  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტამბოლი.

დაიბადა სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ქართული წარმოშობის (გურჯი) მამამისი, მეჰმეთ ჩელები, საფრანგეთში ოსმალეთის ელჩი იყო. მამამისის ელჩობის დროს მეჰმეთ საით ფაშა საფრანგეთში ცხოვრობდა. საფრანგეთიდან ოსმალეთში დაბრუნების შემდეგ, 1727 წელს, იბრაჰიმ მუტეფერიკთან ერთად ოსმალეთში პირველი გამომცემლობა დააარსა. მეჰმეთ საით ფაშა დასავლური განათლების მქონე ოსმალეთის მოხელე იყო. 1730-1738წწ. იყო ოსმალეთის ელჩის რუსეთსა და შვედეთში; 1739 წელს ოსმალეთის სახელით ხელი მოაწერა ავსტრიასთან გაფორმებულ ბელგრადის ხელშეკრულებას; 1739 წელს დაინიშნა საფრანგეთში ოსმალეთის ელჩის თანამდებობაზე; 1742 წელს სტამბოლში დაბრუნდა; 1742-1755წწ. სტამბოლში, სადრაზამის (პრემიერ მინისტრი) აპარატში მაღალ პოსტებზე მუშაობდა; 1755 წელს სადრაზამის თანამდებობაზე დაინიშნა; 1756-1961წწ. ადანას, კარამანის, მარაშის ილჩეების ვალი (მმართველი) იყო.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: