შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელანია მეძმარიაშვილი-გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე. 18 წლისამ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა ცნობილი ქართველი მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ გახსნილ მოსამზადებელ სკოლაში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები და თეატრალური წარმოდგენები, გახსნა საფეიქრო სკოლა გეგუთში, რეგულარულად აწყობდა სახალხო სეირნობებს, სხვადასხვა სანახაობებებს, აფართოებდა საბიბლიოთეკო ქსელს, ავრცელებდა წიგნებს. ქუთაისში დააარსა კარგად აღჭურვილი სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული სახელმძღვანელოები. 1915-1917 წლებში აქტიურად მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში და მონაწილეობდა ქუთაისის მუზეუმის შექმნაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. 1919 წლიდან მუშაობდა "დედათა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებაში" და სხვა საბავშვო დაწესებულებებში. ქველმოქმედი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.269
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |