შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლოლუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქვალონი, ხობის რაიონი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა; 1941 წელს – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1941 წლის ზაფხულში მოხალისედ წავიდა ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩავარდა ტყვედ, 1944 წელს ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ის იტალიაში დარჩა, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს. გიორგი ლოლუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარხანაში ერთ-ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში. ლექსების წერა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში "კომუნისტსა" და "თბილისში" დაიბეჭდა. იბეჭდებოდა ქართულ ემიგრაციულ ჟურნალებში ("მამული", "ქართველი ერი", "ბედი ქართლისა") და გაზეთებში ("საქართველო" და სხვ.). 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ საქართველოში გამოუგზავნა, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო. მისმა პოეზიამ გრიგოლ რობაქიძისა და შალვა კობახიძის მაღალი შეფასება დაიმსახურა. კანადაში მოღვაწე ქართველი პოეტი, პროფესიით ინჟინერი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge; ka.buy-com.pl; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 202; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.411
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |