Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა როსტოვის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "იუჟსტალკონსტრუქციის" რუსთავის სამმართველოში მემონტაჟე ოსტატად; 1962-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" - სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1968წწ. სამშენებლო სამმართველო "ტაშკენტმშენში" - სამშენებლო უბნის უფროსად; 1969-1977წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროში - კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1977-1992წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1992-1996წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და მელიორაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1996-2005წწ. ხელმძღვანელობდა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მშენებლობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების სამმართველოს; 2005 წლიდან მუშაობდა საპროექტო-ტექნოლოგიური ბიუროს დირექტორის მოადგილედ; მონაწილეობდა რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის, შუა აზიის ფერადი მეტალურგიის ქარხნის კორპუსის, სადეზინფექციო სადგურის ნაგებობათა კომპლექსის (ტაშკენტში), "თბილისი-რუსთავის" საკანალიზაციო კოლექტორისა და გამწმენდი ნაგებობების, "გაგრა-ბიჭვინთის" გამწმენდი ნაგებობებისა და კოლექტორის, საქართველოს ქალაქებში წყალმომარაგების სისტემების დაპროექტებასა და მშენებლობაში; "ტბისი-კუმისის", ზემო და ქვემო სამგორის, ზემო და ქვემო ალაზნის, ტაშისკარის, "თეზი-ოკამისა" და სხვა სარწყავი სისტემების, მაგისტრალური არხების და მათზე განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღდგენაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.303-304
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |