შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაქარ ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფია1716-1719 წლებში მამის, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს, როგორც მისი უფროსი ძე, მართავდა ქართლს შაჰნავაზის სახელით; 1724 წელს მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა; 1724 წელს მიიღო მამულად სოფელი ლისკოვო შემოგარენით, რომელიც შემდგომში გრუზინსკების სამკვიდრო იყო. 1737 წელს, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, ქართველთა დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის სამსახურში შედის. 1740 წელს ბაქარი პეტერბურგიდან მოსკოვში გადმოვიდა და ვსეხსვიატსკოეში აღადგინა არჩილ II-ის დაარსებული სტამბა, რომელშიც 1743 წელს დაიბეჭდა ბიბლია (ე.წ. "ბაქარის ბიბლია"); 1749 წელს რუსეთის მთავრობამ სტამბა დახურა. ბაქარ ბატონიშვილი 1729 წლიდან რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტია; 1740-იანი წლების დასაწყისში, ბაქარი ყაბარდოში იმყოფება და თვალყურს ადევნებს ქართლ-კახეთის გაერთიანების პროცესს, თუმცა არ ჩაერევა და რუსეთში ბრუნდება. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებსაც. ვახტანგ VI-ის უფროსი ძე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების (Грузинский) გვარის ფუძემდებელი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.235; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |