The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური კირკიტაძე

იური კირკიტაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.

1966-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამსენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1973-1974წწ. იყო ქ. თბილისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1976-1987წწ. ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1987-1992წწ. ტრესტ "საქგაზმშენის" მმართველის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს სამშენებლო-სამრეწველო გაერთიანების გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა უნივერმაღ "თბილისის", ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის, თვალის რესპუბლიკური კლინიკის, საცურაო აუზ "ლაგუნა ვერეს" (მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობასა თუ რეკონსტრუქციაში; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.310

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: