The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან კობიაშვილი

ამირან კობიაშვილი
Date of birth:1 July, 1922
Date of death:18 November, 1991  (at 69 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1945 წელს.

1946-1947წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამიმოსვლო გზათა სამინისტროს დონის როსტოვის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის საგზაო-საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-დამპროექტებლად; 1947-1948წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო-საპროექტო ინსტიტუტში; 1948-1950წწ. ამიერკავკასიის საგზაო-საპროექტო ინსტიტუტში; 1950-1952წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ხელოვნურ ნაგებობათა და სალიანდაგო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1952-1965წწ. თბილისის სალიანდაგო დისტანციის უფროსი, სალიანდაგო სამსახურის განყოფილების უფროსი; 1965-1968წწ. მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოში; 1968-1975წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა რიგი სარკინიგზო მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების და სხვა რთული საინჟინრო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას; იყო ორდენებისა და მედლების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.314

Awards and Honors

  • საქართველოს საპატიო რკინიგზელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: