The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია წერეთელი

ლია წერეთელი
Date of birth:1938  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით წყალმომარაგება და კანალიზაცია 1961 წელს.

1961-1969წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" ჯერ სანტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მერე უფროს ინჟინრად. 1969 წელს საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში გადავიდა სამუშაოდ. სადაც იყო სხვადასხვა პერიოდში ჯგუფის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი, საინჟინრო მოწყობილობების განყოფილების გამგე და პროექტის მთავარი ინჟინერი იყო. აქ მუშაობის პერიოდში ლ. წერეთელი მინერალური წყლების ბალნეოტექნიკით დაინტერესდა და ხელი მოჰკიდა ამ დარგის შესწავლას. მისი მონაწილეობით არის დამუშავებული ბორჯომის, ნაბეღლავის, მიტარბის, წაღვერის, წყალტუბოს სანიტარული დაცვის ზონების პროექტები. წლების განმავლობაში ის იყო  ერთადერთი სპეციალისტი ბალნეოტექნიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ლ. წერეთელი დაჯილდოებულია სიგელებითა და ფულადი პრემიებით.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 200-202


Share: