The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ორახელაშვილი

მარიამ ორახელაშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ მიქელაძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა პეტერბურგის უცხო ენათა ორწლიანი ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი; შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის პედაგოგიურ ინსტიტუტში და პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კუსებზე, პარიზის უნივერსიტეტში.

1913 წელს სამშობლოში დაბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-1918წწ. ვლადიკავკაზში პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად პარტიულ მუშაობას ეწეოდა; 1918 წლიდან პედაგოგიური და რევოლუციური მოღვაწეობა განაგრძო ქუთაისში; 1920 წელს მუშობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივნად; მონაწილეობდა აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის მუშობაში ბაქოში; 1920 წლის მიწურულს დაბრუნდა ქუთაისში; 1921 წლის იანვარში მენშევიკებმა დააპატიმრეს; საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებამ ბათუმის ციხეში მოუსწრო; განთავისუფლების შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე, უმთავრესად სახალხო განათლების დარგში; იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის ქალთა განყოფილების გამგე; საქართველოს განათლების სახალხო კომისარი; 1932 წლიდან რსფსრ განათლების სახლხო კომისარიატის უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი; სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: "მშრომელი ქალი", "წითელი სხივი", "პედაგოგიჩესკოე ობრაზოვანიე", "კომუნისტიჩესკოე პროსვეშჩენიე" და სხვ. აქვს შრომები სახალხო განათლებისა და ბავშვთა კომუნისტური აღზრდის საკითხებზე; 1924 წელს მონაწილეობდა კომუნისტ ქალთა III საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. დააპატიმრეს 1937 წელს; ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრობა; იმავე წელს დახვრიტეს. რევოლუციური მოძრაობის აქტიური მოაწილე საქართველოსა და კავკასიაში, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა პარტიული მოღვაწის მამია ორახელაშვილის მეუღლე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.553; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1906-)

გააზიარე: