The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ფანიანცი

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ფანიევი
დაბადების თარიღი:1890  (134 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი ნაფიცი ვექილის პროფესიით 1915 წელს. 

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-1913წწ. პოლიტიკური საბაბით - რსდმპ "ბოლშევიკების" ფრაქციის მოსკოვის ორგანიზაციის წევრობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში. 1915 წლიდან 1918 წლის აპრილამდე მუშაობდა მოსკოვში, სრულიად რუსეთის ერობების და ქალაქთა კავშირების არმიის მომარაგების კომიტეტში განყოფილების გამგედ. 1918 წლის ივნისიდან არჩეული იყო სოხუმის ქალაქის გამგეობის წევრად. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. 1919 წლის თებერვლიდან იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის აპრილიდან ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს მომარაგების საბჭოს თავმჯდომარედ, 19 ივნისიდან საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის საქმეთა მმართველად. 1937 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") მიუსაჯა 10 წლით გადასახლება შრომა-გასწორების კოლონიაში. შემდგომი ბედი უცნობია. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.386

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1919-)

გააზიარე: