The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიქტორ კოპალიანი

ბიქტორ კოპალიანი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია 1980 წელს.

1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1990-1996წწ. "საქგზამეცნიერების" კომპლექსური ლაბორატორიის "გზასამკვლევის" უფროსი იყო; 1996 წლიდან "საქგზამეცნიერების" საგზაო-სატრანსპორტო პრობლემათა განყოფილების უფროსი; 1999 წლიდან "საქგზამეცნიერების"უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის დარგში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებატა კანდიდატის ხარისხი 1989 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.319


გააზიარე: