The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადერკინ კოპლატაძე

ადერკინ კოპლატაძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2021  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს.

წლების განმავლობაში პარტიულ-სამეურნეო და საბჭოთა-პროფკავშირულ ორგანოებში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები; 1958-1960წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1960-1973წწ. პირველი მდივანი, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "საქკურორტმშენის" უფროსი, მშენებლობის მინისტრის მოადგილე; ხელმძღვანელობდა მშენებლობისა და საშენი მრეწველობის მუშაკთა რესპულიკურ პროფკავშირულ კომიტეტს, არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაერთიანება "საქმშენიმპექსს"; არჩეული იყო საქართველოს პენსიონერთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; იყო ბათუმის საქალაქო საბჭოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებულია მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.319-320

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: