The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ხუციშვილი

ოლღა ხუციშვილი
დაბადების თარიღი:1969  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი 1991 წელს და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1995 წელს.

1995-2003წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე ინჟინერ-პროგრამისტად, 2003-2005წწ. ამავე კათედრაზე დოცენტის თანამდებობა ეკავა. 2003 წელს იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2006 წლიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პარალელურად, 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს  საქართველოს უნივერსიტეტში. ო. ხუციშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, ორი მონოგრაფია და რამდენიმე სახელმძღვანელო. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის მართვის განყოფილების მრჩეველი. ინჟინერ-პროგრამისტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმეტრიის პრინციპი ოპტიმალური მართვის თეორიაში".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 215-216

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: