შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს. 1968 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომცემლობა "სახელგამის" (1933–1968) და "ნაკადულის" (1968–1970) მთავარი მხატვარი. მხატვრულად გააფორმა წიგნები: "დედაენა" (1955), გ. ჩუბინაშვილის "ქართული ოქრომჭედლობა" (ალბომი), "ვეფხისტყაოსნის დასურათება" (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", დ. გურამიშვილის "დავითიანი", რ. დანიბეგაშვილის "თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", ა. ფურცელაძის "მაცი ხვიტია", ზღაპარი "ნაცარქექია" და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ჭიდაობა ანანურში" (1957), "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (1964), "დავით აღმაშენებელი" (1980), "მეფე ერეკლე II" (1982), "თამარ მეფე ვარძიაში" (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: "ტელეხედვა სვანეთში", "ოცნება და სინამდვილე", "ტყე ჩვენი სიმდიდრეა" და სხვ. გიორგი გორდელაძე წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ შრიფტზე. ავტორია ქართული, რუსული და ლათინური შრიფტის ორიგინალური ნიმუშებისა. პროფესორი (1988), გრაფიკოსი. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია, ტ. 2.-თბ., 2012.-გვ.107-108 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |