The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი კოხრეიძე

ლერი კოხრეიძე
Date of birth:23 March, 1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

სწავლის დამთავრებისთანავე საინსტიტუტო განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ. ჩერკასკის (უკრაინა) საორთქმავლო დეპოს მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1964წწ. მუშაობდა თბილისის პირველი მაისის (ახლანდელი დიდუბე-ჩუღურეთი) რაიონის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1970წწ. თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად მშენებლობის დარგში; 1970 წელს დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" სპეციალიზებული სარემონტო სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად, მოგვიანებით კი სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტის მმართველად და "საქფრინველმრეწვის" დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1995 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე დეპარტამენშია თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1998 წლიდან კი სათავეში ედგა თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკასა და შპს "კოლერს"; ხელმძღვანელობდა გაგრის, საგარეჯოს, ხაშურისა და წყალტუბოს მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის ტექნოლოგიური მოწყობილობებით უზრუნველყოფასა და მონტაჟს დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.323

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: