Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიუდმილა კრივოლაპჩუკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მალინი, უკრაინა, ჟიტომირის ოლქი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში"; 1978 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის, ხოლო 1981 წლიდან განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტირებაში; მსოფლიო ბანკის პროგრამის "ტრანსპორტის სექტორის და რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში, "საქართველოს საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქციის" და არაბეთის ეკონომიკის განვითარების კუვეიტის ფონდის მიერ დაფინანსებული "საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის" დოკუმენტაციის დამუშავებასა და განხორციელებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.324-325; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |