The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯაბა კუბლაშვილი

ჯაბა კუბლაშვილი
Date of birth:1 August, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ბაღდათი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მრეწველობის სპეციალობით 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო როსტოვის სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტ "ფოლადკონსტრუქციების" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სისტემაში ინჟინრად, საამქროს უფროსად; მუშაობდა რუსთავის ლითონ კონსტრუქციების ქარხნის დირექტორად, საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის პირველ მოადგილედ, მინისტრად, მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმონტაჟსპეცმშენის") უფროსის მოადგილე; მივლინებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში ალუმინის ქარხნის მშენებლობაზე მთავარ სპეციალისტად; სს ჰოლდინგური კომპანია "მონტაჟსპეცმშენის" ვიცე-პრეზიდენტია; ხელმძრვანელობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და ქიმიური კომბინატის, თბილისის ჩარხმშენებელი და საავიაციო ქარხნების, თბილისის ტელეცენტრის, სატელევიზიო ანძის და სხვა სპეც დანიშნულების ობიექტების სამონტაჟო სამუშაოებს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.325; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.49

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: