შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლი (გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხორი, მაშინდელი ქუთაისის გუბერია. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სწავლა გააგრძელა ნახარებაოს ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა, ტიპიკონი. შემდეგ სწავლობდა სამეგრელოს სამაზრო სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1845 წლის 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს, 1849 წლის აპრილში კი ბერად აღიკვეცა. 1850 წლის იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 წელს კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1857 წელს იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–1862 წწ. ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 წელს კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს. 1879წ. 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886წ. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფაზე, ამ მიზნით სოფელ ბანძაში გახსნა 2-წლიანი სამრევლო სკოლა. გრიგოლი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველის, იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გრიგოლმა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზოგადოებას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. მეუფე გრიგოლისა და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გრიგოლი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. ერისკაცობაში–გიორგი ელიზბარის ძე დადიანი. სასულიერო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |