The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ შერვაშიძე

ვარლამ შერვაშიძე
სხვა სახელი:ძიკი შერვაშიძე
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1957  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სოხუმი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოხურეიში, გალის რაიონი.

უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1910-1914წწ. ირიცხებოდა სტუდენტთა მარქსისტულ ორგანიზაციაში. 1916 წლიდან მუშაობდა ქალაქ სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1923 წლის 31 მარტს აფხაზეთის ასსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა საზღვარგარეთიდან არალეგალურად დაბრუნებულ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან კავშირისა და ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით. პატიმრობის გამო ჯანმრთელობაშერყეული ინფარქტით გარდაიცვალა. მის სახელს ატარებდა ქალაქ სოხუმის მეორე სავადმყოფო. აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი, ქირურგიული სამსახურის ორგანიზატორი აფხაზეთში, მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.420

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ეროვნული საბჭო, თავმჯდომარე (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: