შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კუპრეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საგვაზაო, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1953წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს სამთო მომპოვებელ ტრესტ "საქმახშირის" ტყვარჩელის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შედეგ ქუთაისის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N10 სამმართველოს. იყო იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველი და ტრესტ "კოოპმშენის" მთავარი ინჟინერი, "საქმთავარწყალმშენის" მმართველის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თექტრი ქ. ქუთაისში, სასტუმრო "თბილისი", კინოთეატრი "ქუთაისი", ფეხბურთის სტადიონი, ქუთაისის მრავალფუნქციური საავადმყოფო, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარული ინსტიტუტები, ტაბახმელის ბიოკომბინატის კომპლექსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ახალი სასწავლო კორპუსი, ბავშვთა N2 საავადმყოფო (თბილისში) და სხვა; არაერთხელ იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრად. დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.326-327 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |