The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ კუტივაძე

ზაურ კუტივაძე
Date of birth:3 May, 1940  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადეგილი: სოფელი ნახშირღელე, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

მუშაობდა ქ. კიევის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "ქალაქპროექტში", თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო-საწარმოო გაერთიანების კაპმშენებლობის განყოფილებაში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და განყოფილების უფროსად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა 1991-1992წწ. ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების, ასევე, "თბილკომბანკის" (თავისუფლების მოედანზე) და სხვა საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობაში ქ. თბილისში; დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.329; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Share: