Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ კუცია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. მუშაობდა ქ. ფოთში, ჰიდრომექანიზაციის ქარხანაში ინჟინრად, საამქროს უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ხოლო 1960 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის მთავარ ინჟინრად; მისი მუშაობის პერიოდში აშენდა პორტის პირველი და მეორე რაიონების საწარმოო კორპუსები, განხორციელდა საწარმოო რაიონების გადაიარაღება; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს თევზის მრეწველობის რესპუბლიკური გაერთიანების უფროსის პირველ მოადგილედ, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1978 წელს გადაიყვანეს საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამელიორაციო სისტემების მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, "საქწყალმეურნეობის" უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მშენებლობისა და ნაპირდამცავი ნაგებობების სამმართველოს უფროსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.329; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.280 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |