| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თევდორე ახვერდოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი (დაღესტანი). დაიბადა ქართველი აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. რომელიც წარმოშობით ქართლ-კახეთის აზნაური იყო და მეფე ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში გაჰყვა. დედამისი იყო თავადის ქალი, ანა გერასიმეს ასული ჩოლოყაშვილისა; ახვერდოვის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი, რუსეთის თავად–აზნაურთა გენეალოგიური წიგნები, მიუხედავად ამისა, სომეხმა მეცნიერმა გ. ავეტისიანმა იგი სომეხი გენერლების სიაში შეიყვანა; 1788 წ. ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წ. შტიკ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა, ხოლო 1793 წ. აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონიერთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, მეზარბაზენე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად. 1796 წ. აყვანილ იქნა კანონიერთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1796 წ. მონაწილეობდა შემახის და განჯის აღებაში; 1797 წ. დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში, 1798 წ. აყვანილ იქნა ვიცე–პოლკოვნიკის, 1799წ.–პოლკოვნიკის რანგში; 1798–1799 წწ. იმყოფებოდა ციმბირის გუბერნიებში ნიტრატის (სელიტრა) მოსაპოვებალად; 1800წ. განაწილდა საპონტონე როტაში; 1800 წელს ყაბარდოს დამორჩილებისთვის გადაეცა წმინდა იერუსალიმელის ორდენი. 1803წ. გადაყვანილ იქნა მე-9 საარტიელერიო ბატალიონში; 1806 წ. მე-4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე-9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა. 1807 წ. ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად, 1808 წ. აყვანილ იქნა გენერალ-მაიორის რანგში; 1811 წ. გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში; 1812 წლიდან იყო კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაური. მივლინებულ იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად. 1816-1817წწ. მსახურობდა ცალკეული ქართული კორპუსის, არტილერიის მთავარ მეთაურად; 1817-1820წწ. მსახურობდა ყუმიყ და ჩეჩენ ხალხთა მთავარ მმართველად; საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო წმ. იოანე იერუსალიმელის კომანდორთა ჯვრით (1800). რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით ქართველი, კავკასიის ომის მონაწილე, გარდაიცვალა თბილისში. წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.36-37; ru.hayazg.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

