შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ ოქროჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თოფახი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს. 1955-1958წწ. მუშაობდა ზაქათალის რაიონის სოფ. ალიაბადის ქართულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი აქტიურად ჩაება საქართველოს კარსტული ფენომენების, განსაკუთრებით, მიწისქვეშა წარმონაქმნების კვლევაში; მონაწილეობდა კარსტოლოგიურ ექსპედიციებში, იკვლევდა გუმისთა-კელასურის, არგვეთა-ოკრიბის, წებელდის, აგრეთვე ასხის, გუმისთის, ბზიფისა და არაბიკის კირქვული მასივებისა და რაიონების სპელეოლოგიურ ბუნებას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო შრომები. აღსანიშნავია მისი კვლევით სამუშაო ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, სადაც აღმოაჩინა და შეისწავლა რამენიმე ახალი მიწისქვეშა კარსტული სიღრუე, მათ შორის, ტობის გამოქვაბული, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი ეწოდა. იგი თანავტორია საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრისა. მან თავისი სიცოცხლე შესწირა ასხის კირქვული მასივის შესწავლას, სადაც იგი 1965 წლის 4 ოქტომბერს მის ფერდობზე ტრაგიკულად დაიღუპა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტის შესწავლაში, კერძოდ, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კვლევაში. კახში არის არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ჰეიდარ ალიევის პარკის ქვემოთ. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962). ქართველი სპელეოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.615; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.217 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |