The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კუჭავა

შალვა კუჭავა
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:2000  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1939 წელს.

1939-1940წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში სამშენებლო უბნის უფროსად; 1942-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, ხოლო 1946 წელს აფხაზეთში მსახურობს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1953-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1963-1988წწ. იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველის მოადგილე იყო; აქტიურად იყო ჩართული ქარხანა "ცენტროლიტის", თბილისის ჩარხმშენებელი, N3 ღვიბისა და საიუველირო ქარხნების, გაერთიანება "თბილრძის, "დინამოს" სტადიონის, ფიზიკისა და თერაპიის ს/კ ინსტიტუტების, უნივერმაღ "თბილისის", "ბავშვთა სამყაროს", თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სხვა ობიექტების მშენებლობაში; იყო სხვადასხვა მედლების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: