შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კუჭუხიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა ქ. დნეპროპეტროვსკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი მშენებელ-ინჟინრის კვალიფიკაციით 1977 წელს. 1977-1979წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში; მუშაობდა ქ. კომსომოლსკი-ამურზე სამხედრო ნაწილში, სპეციალობით; 1979-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N16 სამშენებლო ტრესტში (ყოფილი "ბიჭვინთმშენი"), ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსად; 1982 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის ქ. გაგრის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1986 წელს დაინიშნა ქ. გაგრის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის, მრეწველობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1988 წელს არჩეულ იქნა ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1992-1996წწ. მუშაობდა საწარმოო-სავაჭრო ფირმა "გაგრას" ვიცე-პრეზიდენტად; 1996 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრად; 2001 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად; 2004-2009წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი; 2010-2013წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავნჯდომარის მრჩევლისა და თანაშემწის თანამდებობაზე; 2013 წელს დაინიშნა რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად; 2014 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ; არჩეული იყო ქ. გაგრის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.330-331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |