შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე (პატრიკი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს მწიგნობართუხუცესი XI საუკუნის მესამე მეოთხედში, ერისკაცობაში პეტრიკი. პეტრეს ღვაწლი მიუძღვის ბიზანტია-საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობის განმტკიცებაში. 1054 წელს პეტრე და მისი ძმა იოანე (შემდგომში ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი) ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამს ახლდნენ კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორთან. იქიდან პეტრესა და მის ძმას მატერიალური დახმარება გაუწევიათ ათონის ქართული მონასტრისათვის, რისთვისაც მათ დაუწესეს აღაპი. პეტრემ ერისკაცობაშივე მიიღო პატრიკის ტიტული. 1065 წელს უკვე ბერია და იხსენიება როგორც "პეტრე-პატრიკი პეტრიკ ყოფილი". 1065 წელს პეტრე ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლში ახლდა უფლისწულ მართას, ძმებმა სააღაპე დღე დააწესეს გიორგი მთაწმინდელის სახელზე. 1085 წელს იხსენიება როგორც "პეტრე ვესტი და მწიგნობართუხუცესი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |