The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ახვლედიანი

იასონ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1852
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1940  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ვანი, ქუთაისის გუბერნია. 

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი.

ჯარში მსახურობდა პრაპორშჩიკად საარმიო ქვეითებში. 1876 წლიდან მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომებში. არაერთხელ იქნა დაჭრილი. 1900 წლიდან მეთაურობდა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონს. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისთანავე გადაყვანილ იქნა ბატალიონის მეთაურად ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა მანჯურიაში წარმოებულ ბრძოლებში. დაინიშნა ნეჟინის (უკრაინა) 137-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906-1911 წლებში მეთაურობდა ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეით პოლკს, პარალელურად მსახურობდა აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტად. 1911 წლის იანვარში, ბრძოლებში მიღებული კონტუზიისა და ჭრილობების გამო ჩაირიცხა თადარიგში, ხოლო 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირითა და პენსიით. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო არმიის ვეტერანთა სახლის უფროსი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა თბილისში. პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1905 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1901 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაფთით )
    25-წლიანი სამხედრო სამსახურისთვის
  • 1896 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1888 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთი)

გააზიარე: