შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ლაშქარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1956-1958წწ. მუშაობდა დონეცკში, 1958-1961წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" მშენებელ კონსტრუქტორად; 1961-1968წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში ინჟინრად; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს ტურიზმის საბჭოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში იყო სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა თბილისში, ბორჯომში, ბაკურიანში, შოვში, ჩაქვში, ციხისძირში, თელავში, მცხეთაში, ფოთში, ტურისტული ბაზების, თბილისისა და ქუთაისის საბაგირო გზების, ფხვნილოვანი მეტალურგიის სამეცნიერო ინსტიტუტისა და სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ბიუროს შენობის (თბილისში), სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (დაბა მესტიაში) პროექტირებას და მშენებლობას; არის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ლაურეატი და ვერცხლის მედალოსანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.338-339 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |