შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალა ბარაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად და ქდსპფ სტუდია "მატიანეში" რეჟისორად. გადაიღო სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "სევდიანი ვალსი" (1986), "და მაინც მიუგებს" (თ. ბაქრაძესთან ერთად, 1987), "რეპორტაჟი საწარმოდან", "მესხების ოჯახი" (1987), "მარად ცოცხალი ხელოვნება"(1988), "ლაბირინთი" (1989), "ჰიპოკრატეს ფიცი" (1990) და სხვ. გადაღებულია ფილმში "აქედანა და შენამდე" (1982). 2000 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011 : ენციკლოპედიური ლექსიკონი .- თბ., 2011.- გვ. 46; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |