Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალა ბარაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად და ქდსპფ სტუდია "მატიანეში" რეჟისორად. გადაიღო სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "სევდიანი ვალსი" (1986), "და მაინც მიუგებს" (თ. ბაქრაძესთან ერთად, 1987), "რეპორტაჟი საწარმოდან", "მესხების ოჯახი" (1987), "მარად ცოცხალი ხელოვნება"(1988), "ლაბირინთი" (1989), "ჰიპოკრატეს ფიცი" (1990) და სხვ. გადაღებულია ფილმში "აქედანა და შენამდე" (1982). 2000 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011 : ენციკლოპედიური ლექსიკონი .- თბ., 2011.- გვ. 46; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |