შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1967 წელს. 1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა და განვლო ყველა პროფესიული სამსახურებრივი საფეხური რიგითი ინჟინრიდან სამშენებლო გაერთიანების უფროსამდე; 1983 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის უცხოური ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტ "ინტურისტსპეცრემმშენის" მმართველად, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშენებლო გაერთიანება და სს "ინტურისტსპეცრემმშენი"; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩაუტარდა აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები ისეთ უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლებს, როგორებიცაა: სასტუმროები "ლენინგრადსკაია" და "კარელია" ქ. ლენინგრადში, "ლონდონსკაია" და "კრასნაია" ქ. ოდესაში, "მეტროპოლი", "ნაციონალი" და "სავოი" ქ. მოსკოვში; სასტუმროები "ინტურისტი" ქ. ბათუმში, ქ. სოხუმში, ქ. ლვოვში; ასევე, ბათუმის დრამატული თეატრის, დადიანების სასახლის (ზუგდიდში) და აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობები; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა "ინტურისტი"-ს სასტუმროების შენობები ქ. სტავროპოლში, ქ. ნოვგოროდში, ქ. კიშინიოვში; ასევე სასტუმროები "თბილისი" და "საქართველო" ქ. თბილისში, წყალჯომარდობის კომპლექსი ქ. ფოთში და სხვა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, ასევე, საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |