შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ლომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს. 1937 წლიდან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში"; ხელმძღვანელობდა "ხრამჰეს-I"-ის პროექტირების ჯგუფს; 1944 წლიდან იყო "ჩითახევჰესის", "გუმათჰესის" პროექტირების სექტორის უფროსი; 1959 წელს დაინიშნა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" მთავარ ინჟინრად; 1965 წლიდან იყო "თბილჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე და "ენგურჰესის" პროექტის მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებული იყო სამი ჰიდროელექტროსადგური, ტექნიკურ დახმარებას უწევდა რუმინეთსა და ბულგარეთში ელექტროსადგურების მშენებლობას; საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია 7 მედლით; ჰქონდა 14 სამეცნიერო ნაშრომი და გამოგონება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.348 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |