შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაური ლომთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წელს დაიწყო საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ინჟინრად; 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ქუთაისის N2 რკინაბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად; 1966-1980წწ. ლითონკონსტრუქციების კომბინატში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1980-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე და N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ამავე ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1990-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო-სამონტაჟო ფირმა "ქუთმშენ-5"-ს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.349 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |