შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ლომია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1955წწ. მუშაობდა ქ. ტყვარჩელში N5 და N3 მაღაროების უბნის უფროსად; 1955-1966წწ. მონაწილეობდა N6 მაღაროს მშენებლობაში, იყო N8 მაღაროს უფროსი; 1966-1972წწ. სათავეში ედგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის"ტყიბულის სამშენებლო სამმართველოს "ტყიბულშახტმშენს"; ასევე, რესპუბლიკური გაერთიანება "საქნახშირის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; ხელმძღვანელობდა ტყიბულის მაღაროების "კომკავშირულისა" და "დასავლეთის", ქალაქის ფეხბურთის სტადიონ "მეშახტის", N6 საშუალო სკოლის, საბავშვო ბაგა-ბაღების და სხვა მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას; არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ტყიბულის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ასევე, საქართველოს კპ ტყვარჩელისა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების ბიუროს წევრად; იყო მეშახტის I, II, და III ხარისხის დიდების ორდენების კავალერი; დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობისა და საქართველოს მშენებლობის სამინისტროების საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.349-350 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |