შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ლომინაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1936 წელს; იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა. II მსოფლიო ომის წლებში მსახურობდა ირანში, საბჭოთა ჯარების შემედგენლობაში; 1947-1953წწ. მუშაობდა აკარმარაში (აფხაზეთის ასსრ), "კვეზანი-ტყვარჩელისა" და გუდაუთის სარკინიგზო ხაზებისა და რკინიგზის სადგურების მშენებლობაზე; 1953-1954წწ. ჩამოაყალიბა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N133 სამშენებლო სამმართველო; 1956-1959წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სოხუმის N6 სამშენებლო ტრესტს; 1959-1975წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრასმშენის" N133 სამშენებლო სამმართველოს; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის დოცენტი; ამავე ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე; აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო საკავშირო და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.351 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |