შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი 1949 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ("გუშოსდორის") სისტემაში N12 საგზაო- საექსპლუატაციო სამმართველოს ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად; 1966 წლიდან მუშაობდა გაგრის N41 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1968 წელს დაინიშნა თიანეთის N3 სამმართველოს უფროსად; 1970 წლიდან მუშაობდა N11 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1977 წლიდან კი გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მატერიალურ-ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1982 წლიდან მუშაობდა N5 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსის, 1983 წლიდან N17 სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; მისი ხელმძღვანელობით აშენდა არაერთი საგზაო ობიექტი, მათ შორის "სოხუმი-გაგრის", "ოჩამჩირე-გულრიფშის", "თბილისი-თიანეთის" საავტომობილო გზების მონაკვეთები, "თბილისი-კახეთის" საავტომობილო გზის ცალკეული ობიექტები, მრავალი სახიდე გადასასვლელი და საგზაო ხელოვნური ნაგებობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.352 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |