შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ლომჯარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1980წწ. მუშაობდა მახარაძის (ამჟამად ოზურგეთის) რაისაბჭოს აღმასკომის საპროექტო ბიუროს არქიტექტორად; 1980-1992წწ. იყო ოზურგეთის სამხატვრო გამფორმებელი საწარმოს ჯერ მთავარი ინჟინერი, შემდეგ კი დირექტორი; 1992-2008წწ. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი და გარემოს" თავმჯდომარე; 2008-2014წწ. მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი. პ. "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების" ცენტრის მთავარ სპეციალისტად; 2014 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის განყოფილების უფროსია; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საზაფხულო კაფე-ბარი "ბახმარო" ბ. ძნელაძის ქუჩაზე (ქ. თბილისში), მუსიკალური შადრევანი და ფირმა "ბახმაროს" კაფე-ბარი (თანაავტორი), ფირმა "ბახმაროს" ადმინისტრაციული შენობა (ქ. ოზურგეთში), ოზურგეთის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია (თანაავტორი), ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე (თანაავტორებთან), სარეაბილიტაციო ცენტრი და სასტუმრო სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), საკონდიტრო ქარხნის რეკონსტრუქცია სოფელ მაკვანეთში, სუპერმარკეტები ე. თაყაიშვილისა და ნ. ნაკაშიძის ქუჩებზე, სააგარაკო და საცხოვრებელი სახლები შეკვეთილში, ურეკსა და ქ. ოზურგეთში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.353-354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |