The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლორთქიფანიძე

ზურაბ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2007  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

1952-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად; 1963-1972წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის და კაპმშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმმშენპროექტის" ჯერ მთავარი ინჟინერი, შემდგომ დირექტორი; იყო პროექტების ავტორი და უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი კომუნალური და სასოფლო-სამეურნეო, სამოქალაქო-სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ობიექტის, მათ შორის: სოფელ უდაბნოსა და სხვა მსხვილი სასოფლო დასახლებების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების, სასოფლო-სამშენებლო ინდუსტრიის ობიექტების მშენებლობაში; იყო იმ პირველ ქართველ ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთა შორის, რომლებმაც დაიწყეს "ენგურჰესის" კომპლექსის დაგეგმარება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.355

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: