The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფერდინანდ ლორთქიფანიძე

ფერდინანდ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს; მოსკოვის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1975 წელს.

1959-1960წწ მუშაობდა ქ. ვორონეჟში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რკინიგზის სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1964წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 1964-1966წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1966-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპროექტო-ტექნოლოგიური ტრესტ "საქორგტექმშენის" მმართველის მოადგილე; 1968 წელს მოვლინებული იყო ბუქარესტში (რუმინეთი) სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1971-1973წწ. ქ. კონაკრიში (გვინეის რესპუბლიკა), საკავშირო გაერთიანება "ბოქსიტმშენის" ინჟინერ-კონსულტანტად; 1973-1974წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენის" მმართველის მოადგილე; 1975-1987წწ. საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო და 1989-1991წწ. კინემატოგრაფიის ფონდის დირექტორი; 1991-1994წწ. არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი საქართველოში; 1994-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ცეკავშირის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1996-1998წწ. საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1999 წელს ავღანეთი-ირანი-ემირატები-რუსეთის ერთობლივი შპს "მალეს" დირექტორად; 2000-2002წწ. იყო "საქტრანსგაზმრეწვის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. სააქციო საზოგადოება "ნორდ რეალ ესტეიმის" პრეზიდენტი (მოსკოვში); 2004-2007წწ. სააქციო საზოგადოება "ნორდ კონსალტინგ-2000"-ის გენერალური დირექტორი (მოსკოვში); 2010 წლიდან იყო საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2012 წლიდან საქართველოს და კავკასიის ხალხთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი; დაჯილდოებულია იაპონიის და გვინეის რესპუბლიკის მედლით და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.357

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: