შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ლოსაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს; შემდეგ ასპირანტურა. 1960 წელს მიიწვიეს სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციებისა და სამშენებლო მექანიკის განყოფილებაში, რომლის ხელმძღვანელიც გახდა 1968 წელს; 1977 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრას; ავტორია რამდენიმე მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია უცხოეთსა და საქართველოში; 1990 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორად; მისი კვლევის შედეგი წარმატებით დაინერგა სამშენებლო პროფილის სხვადასხვა საპროექტო და სამეცნიერო ორგანიზაციებში (მოსკოვი, რომი, სანკტ-პეტერბურგი, პრაღა და ა.შ.); განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი "ენგურჰესის" უნიკალური თაღოვანი კაშხლის პროექტირებაში; დიდი ამაგი დასდო ახალგაზრდა მეცნიერთა და ინჟინერთა მომზადებას; მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 21 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს, რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების სექციის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიების საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე მშენებლობის დარგში; დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაცია - ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში. პროფესპრი. დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია (1966). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.358; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |