შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიასაერთო განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. ჯარში მსახურობდა 1884 წლიდან, ყარს-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში. მეთაურობდა საციხოვნო არტილერიის ასეულს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916 წლებში-მეთაურობდა მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს. 1916-1918 წლებში იმყოფებოდა დვინსკის (ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის სახელი 1893-1917 წლებში). სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1918 წლიდან იყო ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. 1918 -1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დარჩა სამშობლოში. არაერთხელ იქნა დაპატიმრებული. პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი (1918). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.81 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |