The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოწია ჯაფარიძე

კოწია ჯაფარიძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1940  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შარდომეთი, რაჭის მაზრა.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ადვოკატად თბილისში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ასრულებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში. 1926 წლის 31 ივლისს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.482

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: